“ლაშა ცანავა სუს-მა მიზნად იმისთვის ამოიღო, რომ ლევან ხაბეიშვილის მეგობარია, ვერავის შეაშინებენ!" - გიორგი ბარამიძე

31.07.25 12:35
“ლაშა ცანავა სუს-მა მიზნად იმისთვის ამოიღო, რომ ლევან ხაბეიშვილის მეგობარია, ვერავის შეაშინებენ!" - გიორგი ბარამიძე

“ლაშა ცანავა სუსმა მიზნად ამოიღო იმისთვის, რომ ის არის ლევან ხაბეიშვილის მეგობარი, რომელმაც ბოლო პერიოდში აქტიურობით ამხილა ეს მოღალატეობრივი ბანდის შიგნით არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ.” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით,  "ოცნებას" ძალიან აეწვა ლევან ხაბეიშვილის საუბარიც, მხილებაც და ბრძოლაც" და ამის გამო ამოიღო მიზანში ლაშა ცანავა. 

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო “ენმ”-ის პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავებას, სუსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით სწორედ იმიტომ, რომ ლაშა ცანავა არის ჩვენი ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი და მეგობარი, რომელიც ყველა აქციაზე მოწინავეთა რიგებში დგას და განსაკუთრებით მას ყურადღება მიაქცია სუსმა, რადგან ხშირად არის ლევან ხაბეიშვილის გვერდით, რომელმაც ამ ბოლო პერიოდში აქტიურობით ამხილა ეს მოღალატეობრივი ბანდის შიგნით არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისე მძიმე მდგომარეობაა, რომ ან ესვრიან, ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ერთმანეთში მიდის გარჩევები შავ ფულთან დაკავშირებით და ძალიან აეწვათ ლევან ხაბეიშვილის საუბარიც, მხილებაც და ბრძოლაც. ამ რეჟიმმა ახლა ლაშა ცანავა ამოიღო სამიზნედ, ჩვენ ველოდებით, რომ ამგვარ ქმედებები მოღალატური რეჟიმისა გაგრძელდება “ენმ”-ის წინააღმდეგ. ივანიშვილის და მისი ბანდის ამოცანა არა ქართველი ხალხის გაჭირვებიდან ამოყვანა და ფეხზე დაყენებაა, არამედ არის “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება, კვლავ გრძელდება ჩვენი მთავარი ლიდერის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის პატიმრობა და რა თქმა უნდა, ველით ყველანაირ სისაძაგლეს ამ რეჟიმის მხრიდან, მაგრამ ეს არც ლაშა ცანავას გააჩერებს და ვერც მთელ “ნაციონალური მოძრაობას”, რომელიც იყო, არის და იქნება ის მთავარი პატრიოტული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იბრძოლებს საქართველოს გამთლიანებისთვის, კეთილდღეობისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, გაერთიანებული, ევროპული, თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ეს ასე იქნება აუცილებლად.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ლაშა ცანავა სუს-მა გუშინ დააკავა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ენმ-ს წევრი უცხო ქვეყნის  მოქალაქეს ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში დახმარებას დაპირდა და ფული გამოართვა. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ახლო მეგობარი, მასზე პოლიტიკური შურისძიების მოტივით დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები