"ოცნებაში" Human Rights Watch-ის ანგარიშს "პოლიტიკურად ანგაჟირებული" უწოდეს

31.07.25 15:24
"ოცნებაში" Human Rights Watch-ის ანგარიშს "პოლიტიკურად ანგაჟირებული" უწოდეს

"ოცნებაში" Human Rights Watch-ის ანგარიშს "პოლიტიკურად ანგაჟირებული" უწოდეს - გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ მთავარი რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება. 

გაათავისუფლო ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, რასაკვირველია ეს გასათვალისწინებელი არ არის - აცხადებს გია ვოლსკი. 

Human Rights Watch ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით მათ მოხსენებებს, მაგრამ, როდესაც ხვდები ასეთ მოთხოვნას, იგივე, ევროპარლამენტის მოთხოვნისა არ იყოს, გაათავისუფლო ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, რასაკვირველია ეს გასათვალისწინებელი არ არის და საკმაოდ საფუძვლიანად გაფიქრებინებს, რომ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული მოხსენებაა გაკეთებული, კონკრეტული მიზნით, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. სხვა შეფასება ამ განცხადებას არ შეიძლება მიეცეს, იმიტომ, რომ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ ნამდვილად საქართველოში, მომიტინგეების ძალიან დიდი ნაწილი იმდენად აგრესიულად იყო განწყობილი, რომ ამას არ შეიძლებოდა არ მისცემოდა მკაცრი, ხისტი შეფასება. ვინაიდან ამ შეფასებებს თავს არიდებენ და მხოლოდ იმ ნაწილზე გადადიან, რომელიც ეხება კონკრეტული დამნაშავეების მიმართ ლოიალობის გამოჩენას, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

Human Rights Watch ივანიშვილის პარტიას აქციაზე უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური  პატიმრის მათ შორის, მზია ამაღლოებელის უპირობო  გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.  უმძიმესი ანაგრში ორგანიზაციამ  გაეროში წარადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული სიტუაცია, ძალადობა ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების მიამრთ და აქციაზე ძალაის გადამეტების გამოუძიებელი საქმეები. 

მსგავსი სიახლეები