დადასტურდა, რომ საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი - სინდისის პატიმრების ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს
სინდისის 11 პატიმრების პროცესზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.
- ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ირაკლი ქერაშვილის, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, სერგი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილსა და ვალერი თეთრაშვილს პატიმრობის შეცვლის საკითხს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დღეს კიდევ ერთხელ განიხილავს.
ადვოკატების მიერ, აღნიშნული შუამდგომლობის ერთ-ერთი საფუძველია მათ შორის, სამის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება. ირაკლი ჩომახიშვილის თქმით, მოქმემ დაადასტურა, რომ ამ საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი.
ამასთან, პროევროპული აქციებისას დაგავებული 11 პირის ადვოკატები ამბობენ, რომ აქამდე პროკურორები ამბობდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულებს შესაძლოა მტკიცებულებები გაენადგურებინათ ან მოწმეებზე (პოლიციელებსა და სპეცრაზმელებზე) ზეწოლა მოეხდინათ, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სასამართლოში უკვე გამოიკვლიეს და ყველა მოწმე გამოჰკითხეს, უფლებადამცვალების შეფასებით, ამის თეორიული საფუძველიც კი აღარ არსებობს.
ამასთან ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის საფუძველიც აღარ არსებობს.
„დაცვის მხარის მოწმეებზე შეუძლებელია ბრალდებულებმა ზემოქმედება მოახდინონ და მით უმეტეს მე არც ერთი მოწმე არ მყავს წარმოდგენილი ამ საქმეზე, ეს იყო ბრალდების მხარის ნუსხა, რომელიც ჩვენც მივიჩნიეთ ჩვენს მტკიცებულებად და ამიტომ არ ვაპირებ მოწმის დაკითხვას სასამართლოში. მტკიცებულებების გამოკვლევის საფრთხე არის აბსოლუტურად ამოწურული.
ასევე, კუმულაციურად შეიცვალა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გამომძიებლის დაკითხვის შემდეგ, რომელმაც დეტალურად თქვა მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზას ელოდებოდა და მხოლოდ ეს განაპირობებდა პირდაპირ კონტაქტს ე.წ. ჯგუფის წევრებსა და ხელმძღვანელებს შორის და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, ესაა - დაუდგენელია ორგანიზატორები ამ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, რაც პირდაპირ, არათუ ჩემ მიერ წარმოდგენილი პრეცდენტებით, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, არამედ სხვა ყველა 225-ე მუხლის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ თუ არ არიან დადგენილი ორგანიზატორები და ხელმძღვანელები, რომც არსებობდეს ასეთი რამ, ჩნდება გონივრული ეჭვი.
ჩვენ ვერ მოგთხოვთ, რომ წინასწარ შეაფასოთ და თქვათ, რომ ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა, ეს არც იქნება სწორი, მაგრამ თქვენ ფაქტობრივი საფუძვლის შემცირება უნდა გამოიყენოთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის შემცირების ნაწილში და თქვათ ასეთი რამ, რომ ვინაიდან არ დადასტურდა ის გარემოებები, რომელიც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს დაედებოდა საფუძვლად, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამ მიმართულებით.
...აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების საფუძველი. შეცვლით აღკვეთის ღონისძიებას თუ არ შეცვლით, ჩემი აზრით, უკვე დროა, 7 თვის მერე ეს მოცემულობა მიიღოთ მხედველობაში. ახლა უკვე დროა, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოთ, სამართლებრივადაც, მორალურადაც და ყველა მიმართულებით“, - თქვა გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა "პუბლიკას" მიხედვით.
ბრალის შესახებ დადგენილებაში, 29 ნოემბერს განხორციელებულ მოქმედებაში ედავებიან ონისე ცხადაძეს და არცერთი დაზარალებულად ცნობილი მოსული პირი არ მოსულა, რომელიც 29 ნოემბერს იქნებოდა დაზარალებული. ერთადერთი პირი იყო, ვინც 30-ში გამთენიისას იყო დაზარალებული, და რომელიც საერთოდ კავშირში არ არის, დაზიანების ადგილი, იმ ადგილთან რა ადგილსაც ედავებიან ბრალის შესახებ დადგენილებაში ონისეს ბრალდების მხარე.
არცერთი დაზარალებულად ცნობილი პირი აქ არ მოსულა, ვინც 29 ნოემბერს არის ფიზიკურად დაზიანებული, შესაბამისად, ამ კონტექსტში დაზარალებულად ცნობილი პირების შემხებლობა ონისე ცხადაძის რაიმე ამა თუ იმ მოქმედებასთან არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
ლუკა ჯაბუას ადვიკატის პოზიცია ასეთია:
დავკითხეთ უამრავი მოწმე, მათ შორის დაზარალებული და მე ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ლუკა ჯაბუასაც 29 ნოემბერს განხორციელებული ქმედება ედება ბრალად, რომ 29 ნოემბერს არცერთი დაზარალებული წარმოდგენილი არ ყოფილა.
არცერთი დაზარალებული არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც იტყოდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რაც არის ვიდეოში მოცემული, „ამ მომენტში დავზიანდი"- თქვა რუსუდან აგურაშვილმა "პუბლიკას" მიხედვით.