"მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა" - თაკო ჩარკვიანი რუსთაველზე მასშტაბურ აქციას აანონსებს
,,კანონი და სამართალი"-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, მასშტაბურ აქციას აანონსებს. ჩარკვიანის განცხადებით, აქცია რუსთაველის გამზირზე 10 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"სახალხო მოძრაობა" ვაანონსებთ მრავალათასიან გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ეს ყველაფერი ერთად არის სახლმწიფოს ჩამოშლის საფუძველი, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთეს პუტინს, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ", - თქვა ჩარკვიანმა.