ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში - ოპოზიცია მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვს

08.10.21 15:30
ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში - ოპოზიცია მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვს

ზუგდიდის  67-ე საოლქო კომისიაში ხმაურია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე მივიდნენ.

ისინი   ზუგდიდის კომისიის თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვენ. მირანდა მესხი კაბინეტშია ჩაკეტილი და მას პოლიცია იცავს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მესხმა კომისიის სხვა წევრებთან ერთად საარჩევნო ოქმებში "ქართული ოცნების" მიღებული ხმები გადააკეთეს, რის შემდეგაც გამარჯვება მმართველ პარტიას მიაწერეს. 

 

მსგავსი სიახლეები