ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეს

31.07.25 17:52
ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეს

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ლაშა გაბიტაშვილი წერს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდა. 

მისი თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მისი განცხადება დააკმაყოფილა: 

მწვალებლებმა მოგანიჭებთ ისევ საქართველოს მოქალაქეობასო !
 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს 2025 წლის 1 ივლისის №1001051906 განცხადება და ლაშა გაბიტაშვილს (დაბ.: 19.03.1990 წელს, საქართველოში) მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით. განა არ შეეძლოთ მოქალაქეობის შენარჩუნების პროცედურით არ შეეწყვიტათ მოქალაქეობა, უბრალოდ მწვალებლები არიან. ვინც სიმართლის მხარეს იქნება და ბოლომდე იბრძოლებს აუცილებლად გაიმარჯვებს ! ტექნიკურად ყველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი ან საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს. ვინც სიმართლის მხარეს ბოლომდე იბრძვის ის იმარჯვებს !"- წერს გაბიტაშვილი. 

ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს პროევროპული აქციების მონაწილემ თავდაპირველად 19 მაისს გაავრცელა. 

როგორც გაბიტაშვილი განმარტავს, მან ორმაგი მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო, რის შემდეგაც მიმართა იუსტიციის სახლს, რომ შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქეობაც, თუმცა უარი მიიღო.

იუსტიციის სახლის გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა.

ლაშა გაბიტაშვილი არის ის პირი, ვისაც 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2025 წლის თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. 

 

მსგავსი სიახლეები