დავა ოთხი ოქტომბრის გარშემო - ვინ როგორ ხედავს გამარჯვებამდე მისასვლელ გზას?

31.07.25 20:56
დავა ოთხი ოქტომბრის გარშემო - ვინ როგორ ხედავს გამარჯვებამდე მისასვლელ გზას?

4 ოქტომბერს დაანონსებული მასშტაბური სახალხო შეკრების ორგანიზატორებისთვის გაუგებარია, ვის გულისხმობდა ელენე ხოშტარია "სასარგებლო იდიოტებსა" და "სუს-თან გარიგებულებში", როდესაც ამის შესახებ პოსტი სოც ქსელში გამოაქვეყნა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გეგმები არ იცვლება. ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბერი უნდა იქცეს დღედ, როდესაც ხალხმა დიდი აქციაზე გამოსვლით, მათი სათქმელი თქვას.

უკვე მეორე დღეა, არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრისგან არ უნდა შეიქმნას ახალი მოლოდინები,  რადგან შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო როდის შეიცვლება "ქართული ოცნება". ტვ პირველთან ინტერვიუში ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პოლიტიკური შეცდომაა, კონკრეტული თარიღებზე სწორება. 

არც ხოშტარია  და არც თინა ბუკუჩავა, გვარებს არ ასახელებენ ვის გულისხმობდნენ მათ განცხადებებში, როდესაც ხალხის შეცდომის შეყვანაზე აკეთებდნენ აქცენტს. ის, რომ მათი ობიექტი ლევან ხაბეიშვილი იყო, ამის შესახებ მოსაზრება სოც ქსელში პროტესტის არა ერთ მონაწილეს გაუჩნდა. კრიტიკას ხაბეიშვილის პასუხი მოჰყვა რომელმაც ოპოზიციის ლიდერებს, თავდასხმის ნაცვლად, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ურჩია. 

"ნაციონალურ მოძრაობის"ლიდერს, თინა ბოკუჩავას არ უთქვამს,  იყო თუ არა მისი გუშინდელი მწვავე განცხადების ობიექტი ამავე პარტიის, პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე. დღეს განცხადება პარტიის სახელით უკვე გია ბარამიძემ გააკეთა, რომელმაც 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის დაანონსებულ შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

დაპირისპირება 4 ოქტომბერის გარშემო - ხატია სამხარაძე დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები