ე.წ. კაპიტნების საარჩევნო სისტემა - რას გეგმავს "ქართული ოცნება" 2025 წელს
მთაწმინდის პარკში, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ცერემონიალზე, ბენედიქტე გეგეჭკორიც იმყოფება. ამ უკანასკნელს, "ქართულ ოცნებაში" რეგიონალური მიმართულება აბარია.
მისი სახელი და გვარი "ტვ პირველის" მაყურებლისთვის უცხო არვ არის. მისი გვარი საარჩევნოდ შექმნილ ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალს უკავშირდება.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბედედიქტე გეგეჭკორი ე.წ. კაპიტნების მეთაური იყო.
"პირველები" დაინტერესდა, აპირებს თუ არა იგოვე როლი შეასრულოს თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა გეგეჭკორმა ჩვენი რესპოდენტის არცერთ კითხვას არ უპასუხა.
რამდენიმე თვის წინ "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა ახალი მტკიცებულება - აუდიოჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ ხმები "ქართული ოცნებისთვის" კაპიტნების დახმარებით შეგროვდა. საარჩევნოდ შექმნილი ე.წ. ქოლ ცენტრების ნაწილს საჯარო მოხელეები მართავდნენ.
ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კაპიტნებად მუშაობდნენ პარლამენტის, კულტურის სამინისტროს და საკრებულოს თანამშრომლები.
ხმოვანი შეტყობინებებით, რომელიც მაშინ "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა, ირკვევა, რომ ხმებზე მონადირე კაპიტნებს სავარაუდოდ, ნაღდი ფული დაურიგეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.