კახა კალაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

31.07.25 21:03
კახა კალაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

მთაწმინდის პარკში, კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ღონისძიება პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისის მერობის კანდიდატად, მესამე ვადით, კახა კალაძე დაასახელა.

კობახიძე განსაკუთრებულად მიესალმა და მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, რომელმაც, მისი თქმით, “2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა.“

2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. 2012 წლიდან ქვეყანას აქვს 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. უკვე მეხუთე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელსაც კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად მინდა მადლობა გადავუხადო,-თქვა კობახიძემ.

„ოცნების“ პრემიერმა ივანიშვილისთის მადლობის გადახდის შემდეგ  “ოცნების“ სააარჩევნო კამპანია გაიხსნლად გამოაცხადა და თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით, კახა კალაძე დაასახელა.

ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.

ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.

მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად – მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი – კახა კალაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები