ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! - მამუკა ხაზარაძე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან წერილს აქვეყნებს და კახა კალაძის თბილისი მერობის კანდიდატად მესამედ დასახელებას ეხმაურება.
როგორც ხაზარაძე წერს, “კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.“
ყველა საქმეს სჭირდება მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიმე ერთის არარსებობა შედეგს არ იძლევა. ბოიკოტი ეს საშუალება არ არის.
დღეს კახი კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.
პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება - ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები.
ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65 % ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25 % აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთის“, ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას.
თბილისი გასათავისუფლებელია! ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები და დიდი უპირატესობა ოპოზიციის სასარგებლოდ.
„ქართული ოცნების“ დემონტაჟი უნდა დაიწყოს თბილისიდან, სადაც თუ ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი გავერთიანდებით, აუცილებლად მოვიგებთ!
თბილისის გათავისუფლება გარანტირებულად ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და მოგებას დემოკრატიული ძალების მიერ!,-წერს ხაზარაძე.