კალაძე მესამე ვადით ვარკეთილის ჭერის დასასრულებლადაა წარდგენილი-ბერდია სიჭინავა
კალაძე მესამე ვადით ვარკეთილის ჭერის დასასრულებლადაა წარდგენილი,-ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ, მერობის კანდიდატის წარდგენას “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, “ბლეფია, როდესაც საუბრობენ, რომ კორუფცია გამოცხადდა ნომერ პირველ მტრად და დღეს სწორედ ეს ბლეფი ჩამოშალა ბიძინა ივანიშვილმა“.
კალაძე მესამე ვადით ვარკეთილის ჭერის დასასრულებლადაა წარდგენილი, ამ ადამიანთან ასოცირდება ვარკეთილის მეტროს დაუსრულებელი პროექტი, ჭერი ვერ გააკეთა და ასეთი ადამიანები საუბრობენ, რომ მეტროსადგურებს გაიყვანენ ამ ქვეყანაში. რომელი პრობლემა გადაყვიტა კალაძემ? ერთადერთი, პირდაპირი ფორმით ანთებული კორუფციისთვის პოლიტიკური მწვანე და კმაყოფილი ბიზნეს და პოლიტიკური ჯგუფი არის დეველოპერები, რომლებიც გარიგებაში არიან მერიასთან და ბლეფი, რომელსაც საუბრობენ ხოლმე რომ კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადეს სახელმწიფოს პირველ მტრად, სწორედ ეს ბლეფი ჩამოშალა დღეს ბიძინა ივანიშვილმა, კახა კალაძის მერობის კანდიდატად დასახლეებით, - განაცხადა სიჭინავამ.