დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად წარადგინა ჩემპიონი, ოღონდ კორუფციაში-ირაკლი კუპრაძე

31.07.25 22:54
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად წარადგინა ჩემპიონი, ოღონდ კორუფციაში-ირაკლი კუპრაძე

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად წარადგინა ჩემპიონი, ოღონდ ჩემპიონი კორუფციაში, უთანასწორობაში, რუსულ განცხადებებში და იმ დანაშულებების ჩადენაში, რაც გაუკეთებია ივანიშვილს და მის გუნდს,- ასე გამოეხმაურა კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, „დღეს კალაძემ თბილისის მოსახლეობას დასცინა, როცა უთრა, რომ მშვიდობა საქართველოს, სიკეთე თბილისს“. 

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად წარადგინა ჩემპიონი, ოღონდ ჩემპიონი კორუფციაში, უთანასწორობაში, რუსულ განცხადებებში და იმ დანაშულებების ჩადენაში, რაც გაუკეთებია ივანიშვილს და მის გუნდს, ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილე ყოველთვის იყო კახი კალაძე. ყოველთვის მძიმე დანაშაულებრივი განცხადებებით, რომელიც არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღდმეგებოდა საქართველოს მოქალაქეების ნებას. იმ ქალაქში, სადაც ბავშვები იღუპებიან, უსამართლობა და უთანასწორობა სუფევს, რა დაპირება შეიძლებოდა გაეცათ. დღეს დასცინა კალაძემ თბილისის მოსახლეობას და უთხრა, რომ მშვიდობა საქართველოს, სიკეთე თბილისს. ანუ კალაძის გარეშე არ ვიცით სიკეთე როგორ უნდა გვქონდეს? რა იყო სიკეთე მის მმართველობაში-მოქალაქეებს სადარბაზოებთან ხვდებოდნენ და სცემდენენ, ჟურნალისტებს რომ უსწორდებოდნენ, ორმოებში რომ ბავშვები იხოცებოდნენ? რა იყო კახი კალაძის სიკეთე, როცა რუსთაველზე თბილისის მცხოვრებლებს ასისხლიანებდნენ. ამ ადამიანს სიკეთესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გვატყუებენ კალაძე, ივანიშვილი  და კობახიძე, “ოცნება“ აშენდა, თბილისი ინგრევა. ინგრევა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურად, იმ უსამართლობის სახით, რასაც თესავს ყოველდღიურად ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭების ბანდა. ისინი ამ ქალაქში არანაირი სიკეთის გაკეთებას არ აპირებენ, -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები