200 კაცს ვებრძვით, ჩვენ ვმატულობთ, ისინი კი კლებულობენ, უკვე ერთმანეთს იჭერენ-პაატა ბურჭულაძე

01.08.25 00:21
200 კაცს ვებრძვით, ჩვენ ვმატულობთ, ისინი კი კლებულობენ, უკვე ერთმანეთს იჭერენ-პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ახლა ქართული საზოგადოება 200 კაცს ებრძვის, რადგან თანდათანობით, “ოცნების“ წევრები ცოტავდებიან.

როგორც ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ნაწილს იჭერენ, მხარდამჭერები კი , თითქმის, აღარ ჰყავთ.

ჩვენ გვინდა, რომ მთელი საქართველო გამოვიდეს გარეთ, იმ 200 კაცს როგორ ვერ მოვერევით, ვინც არიან ახლა. 200 კაცს ვებრძვით, ჩვენ ვმატულობთ, წინა წლებთან შედარებით, ისინი კი კლებულობენ და კლებულობენ, უკვე ერთმანეთს იჭერენ. მათ მხარდამჭერებიც აღარ ჰყავთ. ჩვენ ვმატულობთ, ხალხი უფრო განრისხებულია, -განაცხადა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები