სტეფანწმინდა - ლარსის მონაკვეთზე მეწყრის გამო გადაკეტილი გზა გაიხსნა
სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა -ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუშინ 31 ივლისის საღამოს მეწყერი ჩამოწვა.
- შსს-ს თანახმად მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის დაბა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. დევდორაკი-ამალის ხეობაში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სასიგნალო შეტყობინება მყინვარ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან მიიღეს.
უწყების ცნობით, „პრევენციის მიზნით“ ავტომანქანებისთვის დაკეტილი იყო საავტომობილო გზა.