ლაშა ცანავას პროცესი იწყება - ენმ-ის წევრი განცხადების გაკეთებას გეგმავს

01.08.25 11:03
ლაშა ცანავას პროცესი იწყება - ენმ-ის წევრი განცხადების გაკეთებას გეგმავს

ცდილობდა თუ არა სუს-ი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს წევრის გადაბირებას და დაკავეს თუ არა ლაშა ცანავა ლევან ხაბეიშვილზე შურისძიების გამო? - ადვოკატი აანონსებს, რომ ყველა კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სასამართლო პროცესზე გასცემს პასუხს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ამ წუთებში აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება - საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს. 

სუსი ცანვას ფულის სანაცვლოდ უცხოეთისმოქალაქეებისთვის დახმარებას ედავება, ადვოკატებს აინტერესებთ, როდიდან გახდა სხვისთვის სერვისის გაწევა დანაშაული, როდესაც მათი თქმით, საქმე დოკუმენტების მომზადებას ეხება.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე გირაოს შუამდგომლობას არ დააყენებს, რადგან თვლის, რომ დაკავებული პოლიტიკოსი სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავსიუფლდეს:

ლაშა ცანავას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, თუ ის დამნაშავეა, ამ ლოგიკით, ის ათეულობით მოქალაქეც დამნაშავეა, რომელიც იუსტიციის სახლთან სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს. 

საქმის მასალებიდანაც ჩანს, რომ სუს-მა ლაშა ცანავა მიზანში ამოიღო და საქმე შეუკერა. საქმეში პირდაპირ ჩანს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან არ გვაქვს.

პირდაპირ მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ გირაოს, ან სხვა რაიმე ალტერნატივას არ მოვითხოვთ. მოსამართლემ ცანავა აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს...

მიხლი, რომელსაც მას ედავებიან 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავიდან სხვა მუხლით დაიწყეს, ახლა სხვა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უნდათ, რომ მოტივაცია შექმნან, რომ სასამართლომ პატიმრიბა გამოიყენოს.

რა თქმა უნდა წარდგენილ ბრალს ლაშა ცანავა არ ეთანხმება, რადგან დანაშაული არ მომხდარა.

ჩემი დაცვის წვეშ მყოფი დღეს სასამართლოზე ისაუბრებს, რატომ და რისთვის დააკავეს და რატომ არის ეს საქმე პოლიტიკური " - აცხადებს ლაშა ტყეშელაძე. 

მსგავსი სიახლეები