“ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე, ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და იმ 800 მილიონს მიატანინებს“- ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება

01.08.25 11:46
“ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე, ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და იმ 800 მილიონს მიატანინებს“- ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად მესამე ვადით კახა კალაძე წარადგინა- ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ მოუწიათ კალაძის კვალვ ამ თანამდებობაზე წარდგენა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “კალაძემ თავი ტოტალური კორუფციით, ურბანული გენოციდით და გულგრილობით გამოწვეული ტრაგედიებით  დაგვამახსოვრა“.

“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი კალაძის თანამდებობაზე დარჩენას მხოლოდ ერთადერთ მიზეზს უკავშირებს- “ივანიშვილისთვის მისატან 800 მილიონს“

ცინიზმის მწევრვალია, ღარიბაშვილი რომ კორუმპირებულია ვიცით, ლილუაშვილი, გომელაური, რიჟვაძეც და ყველა რომ შეკრიბოთ, ამათზე მეტად კორუმპირებულია კალაძე, რომელზეც გვითხრეს, რომ სუპერ გმირია, ერთადერთი მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილი თირკმელს გააყიდინებს და იმ 800 მილიონს მიატანინებს, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევაზე საუბრობს ბორი ჩელე ყურუა და მიიჩნევს, რომ  მომხდარ ტრაგედიებზე პასუხისმგებლობა მას თავის დროზე უნდა აეღო და ახლა “მესამე ვადით მერობაზე არ უნდა იქაჩებოდეს“.

იყო უამრავი დაპირება, რომელიც არ შესრულდა, თუმცა შეუსრულებელ დაპირებებზე უფრო მძიმეა ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას უდნა აეღო საკუთარ თავზე, თუმცა არ აიღო. საზოგადოება მაინც დააკისრებს ამ პასუხისმგებლობას და კახი კალაძის მერობაზე ყოველთვის ის ტრაგედიები გაგვახსენდება, რომლებიც მერიის თანამშრომლების დაუდევრობით მხოდა, ჩემი აზრით და რომლებზეც დამნაშავეები რეალურად დღესაც კი არა არიან დასჯილები. კალაძეს რაიმე მორალი თუ აქვს ცხოვრებაში, ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის დროზე უნდა აეღო და ახლაც მესამე ვადით მერობაზე არ უნდა იქაჩებოდეს, - აცხადებს ბორის (ჩელე) ყურუა.

ალბათ, მდინარაძემ, ამ ეტაპზე, ვერ მოიგო ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კახა კალაძეს ივანიშვილი კვლავ თავის ფავორიტად აღიარებს,- ამბობს ხატია დეკანოიძე და მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება და კალაძეს მაინც “ექნება სერიოზული ხარკი გადასახდელი“.

ალბათ, მდინარაძემ ამ ეტაპზე ვერ მოიგო ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კახა კალაძეს ივანიშვილი კვლავ თავის ფავორიტად აღიარებს, მას მაინც ექნება სერიოზული ხარკი გადასახდელი, ისე კი არაფერი შეცვლილა, ამ არჩევნებს მე არ ვაღიარებ, ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია და კონკრეტულად კალაძე, ჩვეულებრივად რეჟიმის კორუმპირებული მოსამსახურეა,- ამბობს ხატია დეკანოიძე.

 

მსგავსი სიახლეები