მზია ამაღლობელის პროცესზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა - ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
მანამდე კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა:
“დღეს ჩვენ ვართ მზია! მისი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მხარდამჭერები აქციას მართავენ. შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე