პოლიციელ დგებუაძეს ისტორიაში დაერქმევა “წითელ ლოყა“- სალომე ზურაბიშვილი

01.08.25 13:27
პოლიციელ დგებუაძეს ისტორიაში დაერქმევა “წითელ ლოყა“- სალომე ზურაბიშვილი

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება. შენობის გარეთ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრისთვის უნდა იყოს საზოგადოება მზად და მათ შორის, შესაძლოა, სასაწაულიც მოხდეს.

მისი თქმით, დღევანდელი განაჩენი იქნება ყველასი, მათ შორის პოლიციელი დგებუაძისაც, რომელსაც “ისტორიაში დაერქმევა “წითელ ლოყა“.

რეალურად, რაც ჩვენ წინასწარ უნდა ვთქვათ, ყოველთვის მაინც უნდა არსებობდეს იმედი, რაც არ უნდა საფუძველი არ ჰქონდეს ჩვენს მოლოდინს, რადგან არ შეიძლება ადამიანმა არ იფიქროს იმაზე, რომ შესაძლოა, სასწაული მოხდეს. ღმერთი არსებობს და სასაწაულიც არსებობს, მაგრამ ამავე დროს, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი არის და იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში, მოსამართლე, პოლიციელი, დგებუაძე თუ რაც ჰქვია და რაც დაერქმევა ისტორიაში, წითელლოყა თუ რაც არის, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, “ქართული ოცნების“ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამაში მონაწილეობს, დაწყებული, ცხადია, ბიძინა ივანიშვილით,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. 

პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მხარდამჭერები აქციას მართავენ. შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები