იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ალმას ინიციატივას სიძულვილის შემცველ ბანერებზე მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ალმას ინიციატივას სიძულვილის შემცველ ბანერებზე მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო წინადადებას იმ დათქმით, რომ რა ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია შემუშავდება, ამას კომიტეტი თვითონ განსაზღვრავს. ასევე უნდა გადაწყდეს საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც.
ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ სიძულვილის, ზიზღის და ღირსების შემლახველი ენით საუბარი წინასაარჩევნო პროცესში მიუღებელია. საკანონმდებლო წინადადება არ არის კანონპროექტის სახით წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ შეგვზღუდავდა მსჯელობაში, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ავიღოთ იდეა, კონცეფცია და შინაარსი, რაც არის ჩადებული ამ წინადადებაში და ის ვაქციოთ საფუძვლად ამ საკითხზე მსჯელობისას. აღნიშნული საკითხი მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს დარეგულირდება, თუ წინასაარჩევნო პროცესის მიღმაც, ეს მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.