პირველი ინტერვიუ კორუფციული სკანდალის შემდეგ - ჯუანშერ ბურჭულაძემ დუმილი დაარღვია
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შეხვედრის შესახებ ყვება, რომელიც მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის რამდენიმე დღის წინ შედგა. დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა გვიდასტურებს, რომ ღარიბშივლი მას შემდეგ ელაპრკა, რაც თავდაცვის სამისნიტროს მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააკვეს, თავად ექს მინისტრი ბურჭულძე კი დაკითხვაზე სუს-ის შენობაში მიიყვანეს.
ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე სუს-მა მისი ჩვენებაც დეტალურად მოისმინა. ამტკციებს, რომ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე ინფორმაცია არ ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.
ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიება მისით კიდევ დაინტერესდეს და ჩვენების მიცემა ისევ მოუწიოს. მისთვის გაუგებარია როგორ მოხვდა საეჭვო შესყიდვებში რამდენიმე კომპანია და როგორ დალაგდა ისე, რომ ამ კორუფციული სქემით ბიუჯეტმა 1 300 000 ლარის იზარალა.