რატომ გააკეთეს კალაძეზე აქცენტი მესამედ კანდიდატად? - ღონისძიებაზე მისულ ივანიშვილს მოქმედ მერზე არაფერი უთქვამს

01.08.25 20:42
რატომ გააკეთეს კალაძეზე აქცენტი მესამედ კანდიდატად? - ღონისძიებაზე მისულ ივანიშვილს მოქმედ მერზე არაფერი უთქვამს

2025 წელი - იგივე ადგილი, მერობის კანდიდატიც ისევ კახა კალაძე, ახალი ხედვის და დედაქალაქის რეალურ პრობლემებზე საუბრის გარეშე. მთაწმინდაზე ე.წ ელიტა სულ 20 წუთით შეკრიბეს, კობახიძის მიერ კალაძის ქების მოსასმენად. კობახიძის და კალაძის გარდა სიტყვა სათქმელი არავის ჰქონდა. ჩემპიონი საქმეში და ოჯახში - ასე წარადგინა მესამე ვადით მერობის კანდიდატად კობახიძემ კახა კალაძე. 

მოკლე ღონისძიების შემდეგ კამერებთან "ქარული ოცნების" ლიდერები დიდი მონდომებით ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ გუნდში დაპირისპირება არ აქვთ და არც კალაძის კანდიდატად დასახელებამდე ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, იგივეს იმეორებდა მამუკა მდინარაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მოქმედ მერთან დიდ დაპირისპირებაში იყო.   

კალაძის წარდგენაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მას მიმართვა არ ჰქონია, უსმენდა კალაძის განსაკუთრებულ მადლობებს და კალაძის ისტორიებს, რომელიც მერობის კანდიდატის და მის პირველ შეხვედრას აღწერდა. შეხვედრა მთაწმინდის პარკში, არაფრით იყო გამორჩეული წინა ორი წარდგენისგან, ტექსტები... სახეები... მხარდამჭერები... 

კახა კალაძე  არაფერ უთქვამს, მის შეცდომებზე, დაუდევრობას შეწირულ ადამიანებზე, რაც თავად ვერ გაიხსენა დღეს გაახსნეს სხვებმა. 

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები