"სუსი ლევან ხაბეიშვილის ფარულ ჩანაწერებში დიდ ფულს იხდიდა" - სკანდალური ჩვენება
ლაშა ცანავამ სკანდალური ჩვენება სუს-ის შეფების წინააღმდეგ პირდაპირ სასამართლო დარბაზში მისცა, ლევან ხაბეიშვილის თანამებრძოლი, დღეს ყვებოდა იმ გარიგების შესახებ, რომელიც მისი მტკიცებით, მოდულის შენობაში შესთავაზეს. ცანავას უთხრეს, რომ თუ უნდოდა თავისუფლება მაშინ სუს-ის აგენტი უნდა გამხდარიყო. მისი საქმე ხაბეიშვილის ფარული ჩანაწერების შეგროვება და სუს-ში მიტანა იქნებოდა.
ლაშა ცანავას სასამრთლო პროცესის ეს აუდიო ჩანაწერი, You Tube-ზე გავრცელდა. სხდომაზე დღეს ცანავა ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება ლევან ხაბეიშვილზე შურისძიების მოტივით გადაწყდა, ანრი ოხანაშვილი ხაბეიშვილზე განაწყენებულია პოლიტიკური თავდასხმების გამო და ამიტომ მასზე დარტყმა უახლესი გარემოცვის წევრების საშუალებით გადაწყდა.
დაკავებული ლაშა ცანავა მოსამართლემ დღეს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია, ცანავას სუს-ი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ბინადრობის მოწმობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თანხის აღებას ედავება. ადვოკატი ამტკიცებს, იმ ჩანაწერებსა და საქმის მასალებში, რაც სუს-ს აქვს დანაშაული არ იკვეთება, უცხოეთის მოქალაქეებისთვის მომსახურებას გაწევა კანონით არ იკრძალება.