დავა 4 ოქტომბრის გარშემო - ელენე ხოშტარია ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ლევან ხაბეიშვილს შეხვდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ესაუბრა.
ხოშტარიას თქმით, ის ისევ იგივე აზრზე რჩება და ამასთან, სრულად იზიარებს "რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოახვიონ".
დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან.
ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკირ დაპირებას და სიტყვას რჩება იგივე.
ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით.
პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. თინა ბოკუჩავა
სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ.ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა," - წერს ელენე ხოშტარია.