ელისაშვილი ადასტურებს რომ სავარაუდო მერობის კანდიდატთა სიაშია

01.08.25 21:58
ელისაშვილი ადასტურებს რომ სავარაუდო მერობის კანდიდატთა სიაშია

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდო მერობის კანდიდატების სიაში თავადაც წერია. 

ელისაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, რომ "სხვას დაუდგეს გვერდში და მასთან ერთად იბრძოლოს". 

ჩემი გვარიც არის იქ. კი, კი [ვადასტურებ, რომ ჩემი გვარიც არის სიაში] ამის რატომ უნდა შემრცხვეს. 
კალაძე, თავის მერიის თანამშრომლებიანად, თბილის როგორც მე მტკივა, მადარდებს, მაღელვებს და მეტნაკლებად ვიცი, მაგას ესენი უყურებენ როგორც დაზგას, სტანოკს, რომელზეც ფული უნდა ამოიღონ. ეს ქალაქი მიყვარს, მე აქ ვცხოვრობ და ფეხით დავდივარ და მეტროთი. 

მეც ვარ [სიაში], მაგრამ გეუბნებით, ჩემი პირადი სურვილი, თუ ჩემ სურვილზეა, არის ის, რომ მე სხვას დავუდგე მხარში და მასთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოლო. 

როგორი გადაწყვეტილებაც იქნება, რა გადაწყვეტილებაც იქნება, ჩვენ ვართ თავგანწირულ ბრძოლაში და არ დავზოგავთ თავს არავინ და არც ვზოგავთ არავინ თავს," - განაცხადა ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები