ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა - სააკაშვილის მამის პირველი ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს ,,ტვ პირველის" ეთერითაც მიმართავს და ურჩევს, რომ ციხეში პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა შეწყვიტოს. ყოფილი პრეზიდენტის მამა მიიჩნევს, რომ შიმშილობა ახლა მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესში შედის.
შეიძლება, შიმშილობა იყოს ხანმოკლე, თუნდაც 2 კვირა, თუნდაც 10 დღე, შეიძლება, 3 დღეში ადამიანმა დაიზიანოს საკუთარი თავი და უკუქცევადი პროცესები განვითარდეს.
მე ვთხოვ ადამიანურად, ვურჩევ, რომ თუ უნდა იყოს ადამიანების გვერდით, თუ უნდა გააგრძელოს ადამიანების ბრძოლა საქართველოსათვის, შეეშვას შიმშილობას", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.