ნორმალური ადამიანი 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაზე მივა თუ ქუჩაში ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად? - ბარამიძე

02.08.25 14:07
ნორმალური ადამიანი 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაზე მივა თუ ქუჩაში ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად? - ბარამიძე

ნორმალური ადამიანი 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაზე მივა თუ ქუჩაში ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად? - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, "რეჟიმი, 4 ოქტომბრამდე დასრულდება, 4 ოქტომბერს, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს წინასწარი ბუნებრივია, არავინ იცის". 

4 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. არა იმიტომ, რომ ეს ჩცვენ განვსაზღვრეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდამ განსაზღვრა ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, ნორმალური ადამიანი სად მივა, რუსულ სპეცოპერაციაზე მივა თუ ქუჩაში ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად? ჩვენ ვთვლით, რომ ქუჩაში გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად. მერე ეს რეჟიმი, 4 ოქტომბრამდე დასრულდება, 4 ოქტომბერს დასრულდება თუ 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს წინასწარი ბუნებრივია, არავინ ვიცით"- გაანაცხადა გიორგი ბარამიძემ.