4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტი - რას ამბობს ირაკლი კობახიძე

02.08.25 14:54
4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტი - რას ამბობს ირაკლი კობახიძე

4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტი და ირაკლი კობახიძის იერიში ბეშუმიდან - დღეს "ოცნების" პრემიერმა ისევ რევოლუციების საშიშროებაზე ილაპარაკა.

"ოცნების" პრემიერი, რომელსაც "შუამთობის" სახალხო დღესასწაულზე აქტივისტები დღეს დიდი საპროტესტო ბანერით - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს" დახვდნენ, მედიასთან ირწმუნებოდა, რომ 4 ოქტომბრის გეგმები "ცარიელი მუშტების ქნევაა". 

„2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და ა.შ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ანუ თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებს“- აცხადებს კობახიძე. 

  • 4 ოქტომბრის თბილისში გრანდიოზული აქციაა დაანონსებული. პაატა ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს, 4 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და ჩაატარებენ ეროვნულ კრებას. მისი აზრით, "ეს იქნება ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნების დღე".