სიტყვიერი დაპირისპირება გორის მერსა და მოქალაქეებს შორის - 14 ათას აბონენტს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება

02.08.25 15:48
სიტყვიერი დაპირისპირება გორის მერსა და მოქალაქეებს შორის - 14 ათას აბონენტს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება

გორის მერი, კონსტანტინე ბუზალაძე ვერ პასუხობს კითხვას, რატომ მისცა მუნიციპალიტეტმა მშენებლობის უფლება კომპანიას იქ, სადაც წყლის ცენტრალური მილი გადის.

რეგულაციების თანახმად, დაშორება რამდენიმე მეტრიანი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს, ნუგზარ სვიანაძეს წყლის მილის გადაადგილების უფლება მისცეს, რის გამოც 14 ათასი აბონენტი მეორე დღეა უწყლოდა დარჩენილი.

კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც გორის მერის თანამდებობაზე ახალი დანიშნულია, ვერც ადგილობრივების კითხვებს პასუხობს. ნადირაძის ქუჩაზე უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეებს და კონსტანტინე ბუზალაძეს შორის ცოტა ხნის წინ მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. მერი აცხადებს, რომ წყალი არც მის ოჯას მიეწოდება. 

ამ წუთებში სამშენებლო პერიმეტრზე წყლის მილის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.