მსოფლიო თანამეგობრობა შეშფოთებული სააკაშვილის უკანონო პატიმრობით - ლიზა იასკო
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, იმყოფებოდა. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის პირველი პირის გზავნილები გადასცა.
ლიზა იასკო აცხადებს, რომ სააკაშვილი მებრძოლ განწყობას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომერეობა მძიიმდება.
უკრაინელი დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან მოდის. ლიზა იასკო მოუწოდებს ქართველ ხალხს, იბრძოლოს პრეზიდენტის გასათავისუფლებლად.
12 კილოზე მეტი დაიკლო, მებრძოლ განწყობაზეა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, მსოფლიო თანამეგობრობა რეაგირებს, ევროპარლამენტიდან, მსოფლიოს ბევრი ქვეყნებიდან მოდის უამრავი განცხადება, ყველა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკანონოდაა დაპატიმრებული, მის გასათავისუფლებლად ბრძოლაა საჭირო - აცხადებს ლიზა იასკო.