სად არის ზესტაფონი?! სად არის ხაშური?! მიშა, ჩამოდი გვიშველეო, რატომ არ დაუდგნენ გვერდში?! - სააკაშვილის მამა (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის, თქმით, საზოგადოებამ მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად უნდა გამართოს საპროტესტო აქციები, პროცესში ჩართოს საერთაშორისო საზოგადოება და ყველაფერი გააკეთოს ციხიდან მის გასათავისუფლებლად.
ბაზარში იძახდნენ "ო, მიშა ჩამოდი, გვიშველე" ზესტაფონის, ხაშურის ბაზარში. სად არის ზესტაფონი?! სად არის ხაშური?! რატომ არ შეიკრიბა ხალხი, რატომ არ დაუდგა გვერდში? აქ ხო არაა რაღაც ბრძოლაზე, ან მიტინგები ან ბოიკოტი თავის სამუშაო ადგილებზე. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს ჯო ბაიდენზე. მსოფლიო უნდა ადუღდეს ამ პეტიციებით, მარტო ქუჩაში დგომა და "თავისუფლება მიშას" დიდი შედეგს არ მოიტანს, ხო ხედავთ, ყურს არავინ იბერტყავს", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.