8 პარტია, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულად ერთ პოზიციაზე ვართ - ელენე ხოშტარია
კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 8 პარტია, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულად ერთ პოზიციაზე არიან და საზოგადოებას შიდა ტაქტიკური კამათის გამოტანისთვის ბოდიშიც მოუხადა.
ხოშტარია ამბობს, რომ მისი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იგივე რჩება და აცხადებს, რომ ამის შესახებლევან ხაბეიშვილთან, თინა ბოკუჩავასთან და სხვა ლიდერებთანაც ისაუბრა.
8 პარტია, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ სტრატეგიულ პრინციპში, ართანამშრომლობის და დელეგიტიმაციის ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს ერთობა არის მთლიანი, ამიტომ სტრატეგიულად, ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე. არის ტაქტიკური განსხვავებები, როდის, როგორ, რა დანაპირებით, რა ფორმით უნდა იყოს აქციები. ჩვენ უნდა კეთილი ვინებოთ და აქ ჩემს თავსაც მივმართავ, და დახურულ კარს მიღმა უნდა შევთანხმდეთ, შევძლოთ ამაზე შეთანხმება და ეს იყო სწორედ ჩემი მიზანი, რომ ჯერერთი საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე იმაზე, რომ ასე გამოტანა ტაქტიკური კამათის საზოგადოებისთვის მტკივნეულია ხოლმე, როცა ამას უსმენენ. მეორეს მხრივ, ჩემი პოზიცია იგივე რჩება ამ ტაქტიკურ საკითხებზე და ამაზე ვისაუბრე კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილთან, თინა ბოკუჩავასთან და ა.შ.", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.