ივანიშვილს ეშინია რევოლუციის, ეშინია თავზე არ ჩამოეშალოს ეს რეჟიმი - ანა წითლიძე
ივანიშვილმა ზუსტად იცის, როგორ ასრულებენ დიქტატორები - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნების" დამფუძნებლეთან საბრძოლველად აუცილებელია ქუჩის წინააღმდეგობა, რადგან მისი განცხადებით, "ივანიშვილს ეშინია რევოლუციის და ეშინია იმის, თავზე არ ჩამოეშალოს ეს რეჟიმი".
ივანიშვილს არ ეშინია 4 ოქტომბრის. რადგან ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის , როგორ ასრულებენ დიქტატორები. დიქტატორები არ ასრულებენ არჩევნებით, რადგან არჩევნები დიქტატორული რეჟიმის პირობებში არ არსებობს. ივანიშვილს ეშინია რევოლუციის, ეშინია თავზე არ ჩამოეშალოს ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ასე ასრულებენ დიქტატორები. ეს არის სიტორიული სამართლიანობა და ამას გვიჩვენებს ჩვენც ისტორიული გამოცდილება. ამიტომ, როდესაც გყავს რუსული რეჟიმი და არჩევნები არის მიტაცებული, ხალხს აქვს კონსტიტუციური უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ქუჩაში წინააღმდეგობით ეს რეჟიმი დაამხოს", - განაცხადა წითლიძემ.