"ქართული ოცნების" ულიმიტო თავგასულობას დაასრულებს ქართველი ხალხი - გიორგი სიორიძე
"ქართული ოცნების" ულიმიტო თავგასულობას დაასრულებს ქართველი ხალხი - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
სიორიძის თქმით, ქართველი ხალხის პროტესტმა უკვე გამოიღო შედეგი და ეს გამოხატულია საერთაშორისო ქმედებებში, იგივე სანქციებში "ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ.
ულიმიტო თავგასულობას "ქართული ოცნებისას" დაასრულებს ქართველი ხალხი. ჩვენ ვიცით, ეს ბრძოლა რაც დავიწყეთ 28 ნოემბრის შემდეგ, "წინაღმდეგობის" მოძრაობას ვგულისხმობ, როდესაც ქვეყანას შეუცვალეს დასავლური კურსი, ეს მოძრაობა და პროტეტი არის უწყვეტი და ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა სპრინტი, ეს იქნებოდა მარათონი. ეს იქნებოდა გრელვადიანი ბრძოლა და ამ ბრძოლამ უკვე გამოიღო შედეგი. ეს შედეგები არის ის, რომ "ოცნება" არის აღიარებული არალეგიტიმურად, მას მეგობრები არ ჰყავს დასავლეთში, მას ჰყავს პუტინისტი ამხანაგები. თვითონ ივანიშვილი რომ ამერიკული სანქციების ქვეშ არის, ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რასაც "ოცნება" იხდის" - განაცხადა სიორიძემ.