ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ღარიბაშვილი ბათუმში ჩავიდა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში სამაშველო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში მომხდარი ნგრევის ადგილზე მისვლის შემდეგ თქვა. ღარიბაშვილის განცხადებით,
ძალიან სამწუხარო ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია და არსებული ინფორმაციით იქ 10-15 ადამიანამდეა მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. 300 მაშველი მუშაობს ადგილზე, ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მოვისმინე შს მინისტრისგან ვერსიები ამის თაობაზე, მანაც განაცხადა საჯაროდ, ჯობია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები", - თქვა პრემირ-მინისტრმა.