ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლის სახლში - პოლიცია მაზმიშვილების სახლში შევიდა

03.08.25 11:02
ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლის სახლში - პოლიცია მაზმიშვილების სახლში შევიდა

ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სახლში -  მაზმიშვილების ოჯახში პოლიცია გამთენიისას შევიდა. უკრაინიდან დაბრუნებული ლევან მაზმიშვილის, მამა მირიან მაზმიშვილი "პირველებთან" ჰყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული წარმომადგენლები სოფელ შინდისში, მათ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას, ფანჯრებიდან შევიდნენ და ავეჯი გაანადგურეს.

არსებობდა სასამართლოს განჩინება, თუმცა რა საფუძვლით შევიდნენ ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკაზე ეს უცნობია. წაღებულია სანადირო თოფი, რომელიც ოჯახის ცნობით, ოფიციალურად გაფორმებულია. 

ღამის სამის ნახევარზე გადმოძვრნენ ფანჯრებიდან, დაგვადგნენ იარაღებით და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. თქვენით გამოაჩინეთ იარაღიო, არ ვიცი, რა იარაღს ეძებდნენ. ჩვენ ერთი, სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს, კანონიერად გაფორმებულია.

მესმის, რომ ორდერი ჰქონდათ და სახლი გაჩხრიკეს, რა საფუძველი ჰქონდათ არ ვიცი. გაჩხრიკეს გაჩხრიკეს, მაგრამ ეს ავეჯი რატომ დამიმტვრიეს? ვარიანის პოლიციის უფროსი, ამ საწოლში ჩაწვება? სადაც გადამიყარა და გამომიყარა ყველაფერი...

რას უკავშირდება ვერ ვიგებ. ჩემი შვილი რომ უკრაინაში იყო, თუ მაგას უკავშირდება - კი ბატონო, ყველაფერი მესმის, მაგრამ ის ტერორისტი კი არ იყო. წავიდა, იბრძოლა და დაბრუნდა. რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ესე იგი მორჩა ტერორისტია?

ჩემი შვილი უკრაინაშიც იბრძროლა, 2008 წელს აქაც და სოხუმშიც, მეც ვირბძოლდი, მეც ომის ვეტერანი ვარ, რა დავაშავეთ, ამდენი ხანია ქვეყანას ვემსახურებით" - ამბობს მირიან მაზმიშვილი.

მაზმიაშვილები ამბობენ, რომ პოლიცა მათ სახლში უკვე მეორედ შევიდა, მაშინაც არავის განუმარტავს, რას ეძებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილესთან. 

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლება-მოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გენერალურ ინსპექციას ოჯახმა უკვე მიმართა. 

მსგავსი სიახლეები