ერთი ქალის აქცია თბილისში
ერთი ქალის აქცია თბილისში - თეონა ჭალიძე დაპატიმრებულ პედაგოგს, ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ოპოზიციონერი დღეს პროკურატურის შენობის წინ იდგა ბანერით: "თავისუფლება ნინოს!"
მისი თქმით, უდანაშაულო მასწავლებელი დღეს ციხეშია და უნდათ, ფსიქიატრიულში გამოკეტონ.
„კვირა დღეს გამოვედი სახლიდან და 1 ქალის აქცია-პროტესტი მაქვს, ისევე, როგორც ნინო დათაშვილს არაერთხელ მარტოს გაუპროტესტებია უსამართლობა ერთი ქალის აქციით.
დღეს 100 სხვადასხვა ავტობუსის მგზავრებს ვაცნობებ, როგორი სისასტიკით ეპყრობიან ქალ მასწავლებელს... როგორ იყენებს რეჟიმი ფსიქიატრიას პოლიტიკური დევნის იარაღად.
არა საბჭოთა სადამსჯელო საზარელ ხერხებს!
თავისუფლება ნინოს!“ - აცხადებს ჭალიძე.
პროკურატურის შემდეგ, ჭალიძე პროტესტს მუნიციპალურ ტრანსპორტში აგრძელებს. ოპოზივიონერი ქალი პოლიტიკოსი გეგმავს, 100 სხვადასხვა ავტობუსში გააჟრეროს საპროტესტო გზავნილები.