თავდაცვის სამინისტროს სკანდალი - დოკუმენტები, რომელიც ექსპერტების შეფასებით, საიდუმლო უნდა ყოფილიყო, საჯარო სივრცეში გამოჩნდა
1 333 728 ლარის გაფლანგვის საქმის გარდა, თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა - შესყიდვების ვებ-გვერდზე აღმოჩენილია ახალი დოკუმენტაცია, რომელიც ექსპერტების შეფასებით, საიდუმლო უნდა ყოფილიყო.
კორუფციის მკვლევარების თქმით, ამერიკისგან JAVELIN- ების ტანკ-საწინააღმდეგო ტექნიკის შესყიდვის დოკუმენტაცია ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია.
შესყიდვა ამჯერადაც ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს არის განხორციელებული - დოკუმენტი 2022 წლით თარიღდება და მას ხელს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ასევე დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაური აწერენ.
ექსპერტების თქმით, ეს ინფორმაცია წესით, საიდუმლო უნდა ყოფილიყო, თუმცა თავდაცვის უწყებამ გრიფი რატომღაც ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის ფაქტს დაადო.
თავდაცვის სამინისტრო JAVELIN- ების შესყიდვას ასაჯაროებს და გრიფით საიდუმლოს ადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) შესყიდვას. როგორც ბურჭულაძე, ასევე მისი მოადგილეები, რომლებმაც აღნიშნულ დოკუმენტაციაზე ხელი მოაწერეს, ყველა დასასჯელია.
მრტ-ს აპარტი უფრო საიდუმლო ყოფილა, ვიდრე JAVELIN- ების შესყიდვა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვას საიდუმლო მხოლოდ იმიტომ დაადეს, რომ მათი კორუფციული საქმეები არავინს არ ენახა. რაც შეეხება შესყიდვების საიტზე JAVELIN- ების შესყიდვის დოკუმენტაციის ატვირთვას, ეს კიდევ ცალკე გამოსაძიებელია.
შესყიდვა უნდა იყოს საჯარო, ოღონდ ამ საჯარო შესყიდვის გარდა, სახელმწიფო ასევე ახორციელებს ისეთ შესყიდვებს, რომელიც რა თქმა უნდა უნდა საიდუმლო უნდა იყოს. საუბარია ისეთ ნოივთზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმებით გასაიდუმლოებას ექვემდებარება. მაგალითად: იარაღის ან ისეთი რაღაცების შესყიდვა, რომელიც არ შეიძლება, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა იციდეს და ხელი მიუწვდებიოდეს"- აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.