დავიწყეთ კვლევების ჩატარება - რა აქვს სათქმელი ირაკლი კობახიძეს შოვის ტრაგედიიდან 2 წლის თავზე

03.08.25 15:54
დავიწყეთ კვლევების ჩატარება - რა აქვს სათქმელი ირაკლი კობახიძეს შოვის ტრაგედიიდან 2 წლის თავზე

რა აქვს სათქმელი ირაკლი კობახიძეს შოვის ტრაგედიდან 2 წლის თავზე - "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი ვალია, მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს.

მისი თქმით,  შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  მყინვარებს გამოიკვლევენ, შეამოწმებენ ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი  რისკების პრევენციის საშუალებას მისცემს მათ. 

ამასთან, კობახიძის თქმით, ტრაგედიის ადგილზე ტაძრის მშენებლობა დაიწყება: 

დღესაც, 2 წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, დაღუპული ადამიანები, დაღუპული ბავშვები. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები, ასევე ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. 

მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. 

ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას.

უახლოეს მომავალში დაიწყება შოვში ტაძრის მშენებლობა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე.

2 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. 

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიას გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები