ნათქვამია, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო - ირაკლი კუპრაძე ოცნებას
"ქართული ოცნების" ბრალდებებს "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, დღე არ გავა, რომ "ლელოს" მისამრთით "ოცნებამ" არ სცადოს ცილსწამება და თავდასხმა.
ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, ნათქვამია - უკვე ძალიან ღიად ჩანს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, "ოცნების" მთავარი და მგონი ერთადერთი სამიზნეც გახდა "ლელო - ძლიერი საქართველო". დღე არ გავა, რომ კონკრეტულად "ლელოს" მისამრთით "ოცნებამ" არ სცადოს ცილსწამება და თავდასხმა.
შეგახსენებთ, "ოცნება" არის პარტია, რომელიც თავად აღიარებს, რომ არის ბოლომდე კორუმპირებული, ფულს შოულობენ ქოლ ცენტრებით, ნარკოტრეფიკით, კორუფციით და შემდეგ ამ ფულის გადანაწილებისთვის მაფიოზურად არჩევენ საქმეებს.
გასაგებია, რომ მათ სურთ ქართველი ხალხი დანებდეს, არ შეეშალოს ხელი მათ კორუფციში, ნარკოტრეფიკში და ქვეყნისთვის მომავლის წართმევაში, მაგრამ "ლელო" აპირებს იბრძოლოს ბოლომდე.
ზუსტად "ლელოს" ამ გადაწვყეტილებების და ქმედითი ნაბიჯების გამო ვხედავთ "ოცნების" ისტერიკას "ლელოს" წინაღმდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდანაც მათ წინააღმდეგ ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება და თბილისი აუცილებლად გახდება ევროპული დედაქალაქი!"- აცხადებს კუპრაძე.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს „ლელოს“ ლიდერს "საერთაშორისო თაღლითი" უწოდა.
მან 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა.
„საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“ - თქვა პაპუაშვილმა.