სოლიდარობა ნინო დათაშვილს - მასწავლებლების აქცია გორში

03.08.25 17:20
სოლიდარობა ნინო დათაშვილს - მასწავლებლების აქცია გორში

პედაგოგები პატიმრობაში მყოფ კოლეგას, ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ -  აქცია გორის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კოლეგის მხარდასაჭერად აქცია, მასწავლებლებმა მას შემდეგ დააანონსეს, რაც გაირკვა, რომ პროკურატურას აქტივისტი იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაჰყავს.

სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ქალს სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებიც.

ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები