ძალოვენები მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ - თათია ნიკოლაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მას “ძალოვანი (შსს-სუსი) უწყების ავტომობილი დაჰყვება.
ქალი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ აკონტროლებენ და "მიზანმიმართულად აშინებენ".
თათია ნიკოლაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ მსგავსი ფაქტი მცირეწლოვან შვილთან ერთად გადადგილებისას მოხდა:
ძალოვანი (შსს-სუსი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო… დამატებით “სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები …
სუსის, ოხანაშვილ - მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ” … ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ.” - წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.