ვინ არის მოსამართლე, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნინო დათაშვილს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა
მოსამართლე, ვინც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაენიშნათ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ფიქრია სიქტურაშვილია.
ფიქრია სიქტურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის ივლისიდან მუშაობს.
ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.