პუბლიკა: ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე აქციებს აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს
ფრანგი ფოტოგრაფი, ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც საქართველოში მიმდინარე აქციებს აქტიურად აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს | ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სხვა შემთხვევების მსგავსად, მესაზღვრეებმა უარის მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.
ჰიშამ ელ ბოუჰმიდი თბილისში დაფუძნებული დამოუკიდებელი ფოტოგრაფია.
შსს-მ ბოლო თვეებში გაურკვეველი მიზეზით ქვეყანაში არ შემოუშვა 5-ზე მეტი ევროპელი ჟურნალისტი. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებს, მათ შორის ბინადრობის უფლების მქონეებს, საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ - თუმცა ივლისში საქართველოში შემოუშვეს რუსეთის მთავრობის მფლობელობაში არსებული არხის „რასია 24-ის“ გადამღები ჯგუფი.