თავდაცვის უწყებას კორუფციის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ამხელენ

03.08.25 20:13
თავდაცვის უწყებას კორუფციის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ამხელენ

ქვეყნის თავდაცვის უწყებას კორუფციის შემდეგ, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ამხელენ. კორუფციის მკვლევარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს სამინისტროს საქმიანობით. მკვლევარების თქმით, დოკუმენტები, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

თავდაცვის სამინისტრო ერთის მხრივ ასაჯაროებს საიდუმლო ტანკ საწინააღდეგო სისტემების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას, მეორეს მხრივ კი "გრიფს" ადებს მაგნიტორეზონანსული აპარატურის შესყიდვის დოკუმენტებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ მაგნიტორეზონანსული აპარატის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერს "გრიფი" თავდაცვის სამინისტროში კორუფციის შესანიღბად დაადეს. თვითღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხა რომ გამოეყოთ, დოკუმენტები დამალეს. სამაგიეროდ ყველას მათ შორის მტრულად განწყობილ სახელმწიფოს გააგებინეს, რომ აშშ-სგან რა რაოდენობის და რა ფასად შეიძინეს ტანკ საწინაარმდეგო სისტემები.

თავდაცვის სფეროს ექსპერტები ფაქტს მარტივად ხსნიან, მათი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსულ თამაშს თამაშობს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ რომ ამ დანაშაულებრივი ფაქტით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წესით სისხლის სამართლებრივი დევნა სუსს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო.

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში - სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები