2 წელი შოვის ტრაგედიიდან - ვინ არის პასუხისმგებელი?

03.08.25 20:19
2 წელი შოვის ტრაგედიიდან - ვინ არის პასუხისმგებელი?

ვინ არის პასუხისმგებელი შოვის ტრაგედიის დროს 33 ადამიანის სიკვდილზე? - შოვში ჩასულმა ორაკლი კობახიძემ დღეს ამ თემის გარდა, ყველაფერზე ილაპარაკა.

ზუსტად 2 წლის წინ, შოვში დამანგრეველმა სტიქიამ დასასვენებლად ჩასულებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა -  დროული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანების გადარჩენა?

"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ ერთს, ექსპერტების შეფასებით კი, რეალობა  განსხვავებულია.  არსებობს ოფიციალური შეტყობინება, რომელიც სტიქიამდე 48 საათით ადრე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გაუგზავნა.  ახლა ჩნდება კითხვა: პასუხისმგებელ პირებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გაფრთხილების წერილი რომ არ დაეიგნორებინათ,  შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საშიში ზონიდან ადამიანების ევაკუაცია?   თეა გოდოლაძე, რომელიც შოვის ტრაგედიის გამო ხელისუფლებას  აკრიტიკებდა,  დღესაც ამბობს, რომ საჭიროა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება, რაც ხალხს დაიცავს.

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, შოვის ტრაგედიის შემდეგ ქართული ოცნება საჯარო პირობას დებდა, რომ მაღალმთიან რეგიონებში, მაღალი რისკის დასახლებებში, ადრეული გაფრთხილების სისტემებს დააყენებდა, დღეს კი მხოლოდ ის  გავიგეთ, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის სიციცხლე არაფრად ღირს და ქვეყანა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს.

ვინ არის პასუხისმგებელი შოვის ტრაგედიაზე - ხატია სამხარაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები