ვინ არის კაცი, რომელიც პედაგოგის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უხელმძღვანელებს და მოსამართლე, ვინც იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზას მწვანე შუქი აუნთო

03.08.25 20:05
ვინ არის კაცი, რომელიც პედაგოგის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უხელმძღვანელებს და მოსამართლე, ვინც იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზას მწვანე შუქი აუნთო

200 -ზე მეტი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდა. სპეციალისტები პროკურატურას ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაში ადანაშაულებენ. "საფუძველი, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მასწავლებლისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნით მიმართა, არარელევანტურია"- ამბობს ხალხი, რომელიც ამ დარგს უკვე წლებია, ემსახურება.  

ვინ არის კაცი, ვინც ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უხელმძღვანელებს - სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაღრაძეა.  სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ იგივე პიროვნება  საბჭოთა სისტემის მიერ ფსიქიატრიულში  წამებით მოკლული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის მემუარებში ფიგურირებს.

დავით მაღრაძეს არასწორი ფსიქიატრიული დასკვნის დაწერაში  ადანაშაულებს სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ბუდაღაშვილი. ბუდაღაშვილის  თქმით, მაშინ როცა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე ვერ შეკერა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მაღრაძის დაწერილი დასკვნის საფუძველზე,  3 წლით გაუშვეს. 

მოსამართლე ,  ვინც ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში  იძულებით ექსპერტიზაზე  გაშვების განჩინება, გამოსცა ფიქრია სიქტურაშვილია. ის მოსამართლედ ივლისში გაამწესეს. მოსამართლე სიქტურაშვილმა მასწავლებლის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაშვების საკითხი ისე განიხილა რომ თავად ნინო დათავშვილისთვის პროცესში მონაწილეობს უფლება არ მიუცია. 

იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ნინო ელიკაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები