ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლის სახლში - ტერორზე ფრონტის ხაზზე მყოფი სხვა მოქალაქეებიც ალაპარაკდნენ

03.08.25 20:01
ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლის სახლში - ტერორზე ფრონტის ხაზზე მყოფი სხვა მოქალაქეებიც ალაპარაკდნენ

შეიარაღებული პოლიციელები უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სახლში გამთენიისას შევიდნენ, ავეჯი დალეწეს ფა ჩხრეკა დაიწყეს.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ მაზმიაშვილის ოჯახიდან მხოლოდ ერთი სანადდირო თოფი აღმოაჩინა და ისიც გაფორმებული.

აგვისტოს ომის მონაწილე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ ახლა უკრაინაში იბრძვის, ამბობს რომ გელა გელაძის უწყების  მიზანი მისი დაშინება იყო.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები "ოცნებას" ტერორში ადანაშაულებენ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის - სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები პირველ  პრობლემას აეროპორტშივე აწყდებიან, როდესაც სამშობლოში შემოსასვლელად საზღვარზე ლოდინი უწევთ. მებრძოლების თქმით, საქართველოში შემოსვლისთანავე მათ გადაადგილებას უკანონოდ უთვალთავალებენ. 

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ღიად ალაპარაკდნენ რეპრესიებზე, რომელსაც, მათი თქმით, წლებია, განიცდიან. 

საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მაშინ, რფოცა ფრონტის ხაზიდან სახლში ბრუნდებიან, დაკითხვაზე იბარებენ და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას ცდილობენ.

ჩხრეკა უკრაინაში მებრძოლის სახლში - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები