ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი
"ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით," - ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროდან ეხმიანება და ბათუმელებს სოლიდარობას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მისმა უფლებამდაცველმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან, პირდაპირ ეთერში წაიკითხა.
კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მოინახულა.