გიორგი მამალაძე: პატიმრობისას, ექსპერტიზა სხვისი მონაცემებით ჩამიტარეს, ანამნეზიც კი არ იყო ჩემი
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში მყოფი პედაგოგის, ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარებაზე გაცემულ ნებართვას, "ხალხის დაშინების" მცდელობას უკავშირებს.
მისი თქმით, დათაშვილის მაგალითზე სიგნალს აგზავნიან, რომ სისტემის წინააღმდეგ წასულ ადამიანები ხონის ფსიქიატრიულში აღმოჩნდებიან.
მამალაძემ მის მიმართ პატიმრობის დროს ჩატარებულ ექსპერტიზაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპერტიზა ისეთ სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით იყო ჩატარებული, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.
"ექსპერტიზას თავისი ანამნეზი სჭირდება, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ექსპერტებს გადაეცემა. ის ექსპერტიზა, რომელიც ჩემზე იყო ცატარებული, მე არ მეკუთვნოდა. ანამნეზიც კი არ იყო ჩემი. ერთ ერთ ეპიზოდში იყო ჩაწერილი, რომ მე თითქოს დედინაცვალმა გამზარდა, რაც აბსურდი იყ, ამიტომ რაიმე ნდობა პენიტენციური სამსახურის ან პროკურატუირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაზე ვის უნდა ჰქონდეს, ეს წარმოუდგენელია"- აცხადებს ის.