ხვალ ისტორიული შესაძლებლობა გაქვთ, მოეგეთ გონს! - გიორგი მამალაძე "ოცნებას" მიმართავს

03.08.25 21:43
ხვალ ისტორიული შესაძლებლობა გაქვთ, მოეგეთ გონს! - გიორგი მამალაძე "ოცნებას" მიმართავს

"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ სიტუაცია დათბობისკენ წაიყვანოს, პირიქით, უფრო და უფრო ძაბავს ურთიერთობებს მოსახლეობასთან"- ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისაუბრა. 

"დღის ამბებში" ჩართვისას, ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ისტორიული შანსი აქვს, რომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გაუარესდა. 

დეკანოზის თქმით, დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი დაკავებისას ღირსებას იცავდა: 

ჩვენი ვალია, ხელისუფლებას მოვუწოდოთ ყველა საშუალებით, მოეგონ გონს, დაიწყონ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება, რადგან მათ აქვთ უნიკალური შანსი - ხვალ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გადადგან ჰუმანური ბავიჯი. ჩვენ ვიცით, რომ საბყრობილეში მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მხედველობა გაუუარესდა და აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს არასაპატიმრო სასჯელი"- თქვა დეკანოზმა. 

მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შესაძლოა ხვალვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

 

მსგავსი სიახლეები